"გაკვირვებული, ვარ რომ საქართველოს ამ დრომდე კომერციული ატაშეები არ ჰყავს", - ასე ეხმაურება თურქეთის ელჩი საქართველოში, საელჩოებში კომერციული ატაშეების დანიშვნის თემას. მისი განცხადებით, თურქეთის დიდ ქალაქებში, ანკარაში, იზმირში და სტამბოლში ბიზნესმენებს არ აქვთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ატაშეს ფუნქციებში კი უნდა შევიდეს სწორედ ქვეყნის პოპულარობის გაზრდა. ელჩის განცხადებით, კომერციულ ატაშეს კონტაქტების დასამყარებლად გარკვეული დრო დასჭირდება და შედეგი მყისიერი ვერ იქნება.
"გაკვირვებული ვარ რომ აქამდე კომერციული ატაშეები არ გვყავს. საქართველო სმოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე უნდა დაიტანოთ. ამისთვის მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ კომერციული ატაშე, იმ ქვეყნებში, რომელიც საქართველოს კომერციულ ინტერესშია აუცილებელი გასაკეთებელია. ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური გარემო ბიზნეს ფორუმებით, მაგრამ სრულად განსხვავებული იქნება სიტუაცია თუკი მაგალითად ანკარაში გვეყოლება პირი, რომელსაც მუდმივად ექნება კავშირი თურქ ბიზნესმენებთან. მან მათ უნდა აუხსნას თი რა ბიზნეს შესაძლებლობებია საქართველოში. მაგალითად თურქეთს ჰყავს საქართველოშ რეზიდენტი კომერციული ატაშე. ის საელჩოში მუშაოს და ყოველდღიურად ცდილობს რომ თურქი ინვესტორები მოიზიდოს საქართველოში. ის ასევე ცდილობს მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც ბიზნესის წარმმადგენლებს აქვთ. არ ვიცი რომელ ქვეყნებში იგეგმება კომერციული ატაშეების დანიშვნა, თუმცა ვიმედოვნებ რომ თურქეთი მათ რიგებში იქნება. ამ ქვეყნების რიგებში ვფიქრბ უნდა იყოს ირანიც, რომელსაც საკმაოდ მზარდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. საქართველს აქვს დიდი აუთვისებელი პოტენციალი. თურქეთის დიდ ქალაქებში საქართველო ითვლება კარგ მეზობლად და მეგობრად, მაგრამ არ იციან, რომ ქვეყანას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები", - ამბობს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას.