Home
Category
TV Live Menu

თურქეთის პრემიერი: ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას, რომელსაც არ დავუშვებთ

57895111dc529
BM.GE
16.07.16 01:06
1085
სამხედრო შეიარაღებულმა ჯგუფმა თურქეთში ქვეყანაზე კონტროლის აღებაზე განაცხადა, - სტამბოლში დაიკეტა ხიდები, ანკარაში კი სროლის ხმა ისმოდა.

თურქეთის პრემიერის განცხადებით, ადგილი ჰქონდა სამხედრო გადატრიალების მცდელობას, თუმცა ხელისუფლება სიტუაციაზე კონტროლს ფლობს.

BBC წერს, რომ სამხედრო ჯგუფმა განცხადება ტელევიზიის NTV-ს მეშვეობით გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მათ სრულად აიღეს ქვეყანაზე კონტროლი, თუმცა ვინ წარმოადგენს აღნიშნულ ჯგუფს ჯერ-ჯერობით უცნობია.

"ჩვენ არ დავუშვებთ ამის მცდელობას“, - განაცხადა თურქეთის პრემიერმა NTV-სთან საუბრისას. "ის ვინც უკანონო ქმედებაშია ჩართული, საკმაოდ ძვირ საფასურს გადაიხდის და შესაბამისად აგებს პასუხს“, - განაცხადა მან. ქვეყნის პრემიერის განცხადებითვე, აღნიშნულ ქმედებებისთვის სამხედრო გადატრიალების დარქმევა "არ იქნება სწორი“.

"ეს იყო სამხედრო შეიარაღებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც სამხედრო ბრძანებას არ წარმოადგენდა. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არ დავუშვებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას დააზარალებს“, - განაცხადა თურქეთის პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day