Home
Category
TV Live Menu

თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

565f0255e93c6
BM.GE
02.12.15 18:30
1583
თურქულმა სახელმწიფო კომპანია Botas-მა, ყატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან ურთიერთგაგების წინასწარი მემორანდუმი გააფორმა, რომელიც გრძელვადიან საფუძველზე ყატარიდან თურქეთში გაზის ექსპორტს ითვალისწინებს, წერს თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu. დოკუმენტს ხელი თურქეთის პრეზიდენტის, რეჟებ ტაიპ ერდოღანის ყატარში ვიზიტისას მოეწერა და ის შესაძლებლობას ქმნის ყატარული თხევადი გაზის იმპორტისთვის თურქეთში. ადრე, თურქეთში ყატარული გაზის მიღება მოკლევადიანი შეთანხმებების საფუძველზე ხდებოდა. 2014 წელს თურქეთმა 47.6 მლრდ კუბური მეტრი გაზის იმპორტი განახორციელა და აქედან დაახლოებით 60% რუსეთიდან. თურქეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტა ქვეყანაში დეფიციტის საფრთხეს არ წარმოშობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day