Home
Category
TV Live Menu

თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

5a439a911c7f0
BM.GE
27.12.17 17:03
747
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს.

საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day