თურქეთში ენერგომატარებლის ულიცენზიოდ გაყიდვის გამო, კიდევ 9 ენერგოკომპანია დაჯარიმდა, - აღნიშნულია თურქეთის ენერგო ბაზრის მარეგულირებლის (EPDK) განცხადებაში.
EPDK-ის განცხადების თანახმად, ჯარიმების საერთო მოცულობამ 120,136 მილიონი თურქული ლირა შეადგინა, თუმცა კომპანიების სახელების გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.
მანამდე, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს ანალოგიური მიზეზის შედეგად, ქვეყნის 15 ენერგოკომპანია დაჯარიმდა.