თურქეთში 19 ტონა ჩინურ სათამაშოს გაანადგურებენ. თურქული მედიის ცნობით, ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ საბავშვო სათამაშოების შემადგენლობაში მძიმე ლითონები აღმოაჩნეს, ასევე სათამაშოების დიდი ნაწილი ტყავის ნაწარმის საღებავით იყო შეღებილი. ამავე დროს, ჩინეთიდან იმპორტირებულ სათამაშოებს არ ჰქონდათ ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს თურქეთში ჩინეთიდან დაახლოებით 10 ტონა საბავშვო სათამაშოს იმპორტი განხორციელდა, რომლის საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ლირად იყო შეფასებული.