Home
Category
TV Live Menu

"თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ"

5971953450b4a
BM.GE
21.07.17 09:44
772
ეგეოსის ზღვაზე ქ. ბოდრუმში (მუღლას გუბერნია) ადგილობრივი დროით 01.31 წთ-ზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში „საქმის კურსს“ უთხრეს, რომ მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ძველი შენობა დაზიანდა. 70-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებების და პანიკური შეტევის გამო დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები ჯერ-ჯერობით არ არიან.

"საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დარეკა საკონსულოს ცხელ ხაზზე. მათი ნაწილი მომხდარის კვალდაკვალ სასტუმროებიდან ქუჩაში გამოვიდნენ. მიწისძვრის შემდეგ ბოდრუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ აიწია და ქალაქის ზოგიერთი ადგილი დატბორა", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Subscribe to our news

Get the main news of the day