თურქეთში სტამბოლთან ახლოს, 50 ბავშვისგან შემდგარი ქართული ცეკვის ანსამბლი იმყოფება, რომელიც ბულგარეთიდან საქართველოში ავტობუსით ბრუნდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულოს რჩევით მათ შეწყვიტეს გადაადგილება, დაბინავდნენ უსაფრთხო ადგილას და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საკონსულოსთან.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სტამბოლში მყოფ მოცეკვავეთა ანსამბლს, გაცნობებთ, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ანსამბლის წარმომადგენლებს. ბოლო ინფორმაციით, ისინი იმყოფებიან სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში, საკონსულოს რჩევით მათ შეწყვიტეს გადაადგილება, დაბინავდნენ უსაფრთხო ადგილას და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საკონსულოსთან“, - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.