Home
Category
TV Live Menu

თურქეთში უმაღლესი სასწავლებლების ათასობით თანამშრომელს სამეცნიერო ლიცენზიას უჩერებენ

578e6278acd75
BM.GE
19.07.16 21:22
1208
თურქეთის მასშტაბით, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს ფაკულტეტების დეკანების გადაყენება მოსთხოვეს, - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილაბა პარასკევს ღამით ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღეს.

თურქეთის უმაღლესი საბჭო სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 1577 დეკანის გადაყენებას გეგმავს. ასევე, კერძო სკოლების 21 000 მასწავლებელს ლიცენზია შეუჩერდა.

გამოცემა წერს, რომ პროფესიული აკრედიტაცია ჯამში 59,628 პირს შეუჩერდა.

Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში, სამშვიდობო პეტიციაზე ხელის მოწერის გამო ათასამდე მეცნიერი ერდოღანის გადაწყვეტილებით სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day