Home
Category
TV Live Menu

თურქეთში წლის ბოლომდე ტურისტების 52%-ან კლებას პროგნოზირებენ

57c430f196dd6
BM.GE
29.08.16 16:55
1122
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტერორიზმის საფრთხის და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ტურისტების ნაკადი კლებას განაგრძობს. BBC-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად თურქეთი დაზარალდება, სადაც სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში ტურისტების 52%-იანი კლებაა მოსალოდნელი. აგვისტოში დაჯავშნილი ტურების რაოდენობა თურქეთში 15%-ით შემცირდა. დაჯავშნილი ტურები 20%-ით შემცირდა საფრანგეთშიც. ესპანეთი, პორტუგალია და იტალია კი ამ ფონზე ტურისტული ნაკადის ზრდას განიცდიან.

კომპანია Forward Keys-ის ანალიზის მიხედვით, ესპანეთში დაჯავშნილი ტურების რაოდენობა მხოლოდ ბრიტანეთიდან 19%-ით გაიზარდა, იტალიასა და პორტუგალიაში კი 12%-ით.

Subscribe to our news

Get the main news of the day