Home
Category
TV Live Menu

თურქული პრესა "პეტროკას"-სა და უმსხვილეს კომპანია "დემირორენ გრუპ"-ს შორის გაფორმებულ მასშტაბურ შეთანხმებას ეხმიანება

57fde4ca79b3e
BM.GE
12.10.16 11:19
1154
შპს "პეტროკას ენერჯიმ" თურქულ კომპანია "დემირორენ გრუპ კომპანი"-სა და ნავთობკომპანია "როსნეფტ"-თან ერთად, 10 ოქტომბერს, სტამბულში მიმდინარე მსოფლიო ენერგეტიკული კონგრესის ჩარჩოებში "ნავთობპროდუქტებით მომარაგების მთავარი პირობების შესახებ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი. ეს შეთანხმება თავისი შინაარსით ისტორიული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ნავთობპროდუქტების მიწოდების განხორციელებას ამიერკავკასიის სატრანზიტო კორიდორის გავლით.

აი რას წერს თურქული გამომცემლობა "მილიეთი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

სტამბულში ჩატარებული მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე გაფორმებული მასშტაბური ხელშეკრულების თანახმად, "როსნეფტსა" და "პეტროკასის" შუამავლობით სამხრეთ კაკასიის დერეფნის გამოყენებით, რუსეთისა და საქართველოს შავი ზღვისპირეთის პორტების მეშვეობით "დემირორენის ჯგუფის" 1 მილიონ ტონამდე ნავთობპროდუქტებით მომარაგების შესაძლებლობები განიხილება.

თურქული პრესა განმარტავს, რომ წინასწარი შეთანხმების განხორციელების შემთხვევაში “პეტროკას ენერჯი ჯგუფს", "დემირორენს" და "როსნეფტს" შესაძლებლობა აქვთ თურქეთის ბაზარზე ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე გახდნენ და მოწინავე პოზიციებიც გავიდნენ.

ასევე თურქული პრესა აღნიშნავს, თურქეთის ბაზრის გაფართოების შესაძლებლობასაც. "პეტროკას ენერჯი ჯგუფი" წარმოადგენს ტრანსნაციონალურ ჰოლდინგს, რომელიც კასპიის ზღვის რეგიონიდან - შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით ახორციელებს ნავთობ პროდუქტებისა და ნავთობ ქიმიური შენაერთების გადაზიდვას, რეალიზაციას და განაწილებას.

შპს "პეტროკას ენერჯი" ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს რეგიონის მოთამაშეს ნავთობპროდუქტების ლოგისტიკის, ვაჭრობისა და საცალო გაყიდვების სფეროში. მის მფლობელობაშია "ჩენელ ენერჯი" (ტერმინალი), "ტეპკო ლიმიტედ” (ლოგისტიკა), “უტჯ” (სარკინიგზო გადაზიდვები), “პეტროკას ენერჯი” (მიწოდება და რეალიზაცია), “გალფ ენერჯი” (ბენზინ გასამართი სადგურების ქსელი, რომელიც 141 ბენზინგასამართ სადგურს მოიცავს. მთლიანად ჰოლდინგში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 3200 ადამიანს აღემატება.

“პეტროკას ენერჯის” 49% 2014 წელს შესყიდულ იქნა როსნეფტის მიერ. “პეტროკას ენერჯის” 51% აქციები და მართვა “პეტროკას ენერჯი ჯგუფის” განკარგულებაშია.

ინდუსტრიის ლიდერი

"როსნეფტი" რუსეთის ნავთობ ინდუსტრიის ლიდერი ჰოლდინგია და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად ითვლება. "British Petrolium"-ის 19.75%-ის მფლობელი კომპანია, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის "როსნეფტ გაზ ოჯსც"-ის აქციების 69.50%-ის მფლობელია.

60 წლიან იგამოცდილება

"დემირორენ ჰოლდინგს” ენერგიის წარმოების სამშენებლო ტურიზმის და მედია სექტორების მოღვაწეობის 60 წლიანი მდიდარი გამოცდილება გააჩნია. “დემირორენთან” დაკავშირებული კომპანიებიდან "მილანგას თურქიე" თხევადი გაზის პირველი მიმწოდებელი და ავტო გაზის სფეროში ლიდერი კომპანიაა. 2010 წელს კომპანია “მოლი” შევიდა ჰოლდინგის მფლობელობაში, ხოლო 2016 წელს "ტოტალ თურქიეც” გაერთიანდა ჰოლდინგში. “დემირორენი” საწვავის განაწილების ქსელით, ინფრასტუქტურითა და ტერმინალებით თურქეთის ენერგიის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

ხელმოწერილი შეთანხმების პირობების რეალიზება კომპანია "როსნეფტ“-ს, მის პარტნიორს „პეტროკას ენერჯი“-ს, რომელშიც „როსნეფტი“ 49% წილის მფლობელია, და კომპანია "დემირორენ გრუპ“-ს საშუალებას მისცემს, რათა საკუთარი პოზიციები გაიმტკიცონ ნავთობპროდუქტების ნეტო-იმპორტიორის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით რეგიონის ერთერთი ლიდერის, თურქეთის ნავთობპროდუქტების ბაზარზე (საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2016 წლის შედეგებით, თურქეთის მშპ 3.8%-ით გაიზრდება). რესპუბლიკის ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარი ზრდის მაღალი პოტენციალის მატარებელია, რაც „როსნეფტ“-ს მომარაგების გაზრდის ფართო პერსპექტივებს უქმნის.



Subscribe to our news

Get the main news of the day