Home
Category
TV Live Menu

თურქულმა ბანკებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „აპრას“ ბარათების მომსახურება დაიწყეს

BM.GE
22.12.20 14:53
259
თვითაღიარებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თურქულმა ბანკებმა დე ფაქტო რესპუბლიკის "აპრას" World-ის ბარათების მომსახურება დაიწყეს. როგორც აფხაზეთის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნულმა საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრა”-ს საგადახდო ბარათების გეოგრაფიული არეალის გაფართოების და საგადახდო ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day