Home
Category
TV Live Menu

თუშეთის აეროდრომის წინასაპროექტო სამუშაოების დასრულება კლიმატური პირობების გამო გაჭიანურდა

5874cbee1fb7c
ანი ჯოხაძე
10.01.17 15:55
1016
თუშეთის აეროდრომის წინასაპროექტო სამუშაოების დასრულება კლიმატური პირობების გამო გაჭიანურდა. ამის შესახებ „აეროპორტების გაერთიანების“ აღმასრულებელმა მენეჯერმა ივანე პეტრიაშვილმა "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა.

"გარკვეული სამუშაოების ბოლომდე შესრულება ვერ მოხერხდა ამინდის გაუარესების გამო, ამიტომ ჯერჯერობით ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, რათა დავასრულოთ წინასაპროექტო სამუშაოები", - აცხადებს პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თუშეთის რაიონში, კერძოდ, სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ტრანსპროექტი“ გამოცხადდა, რომელთანაც 10 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება. ამასთან, წინასაპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზაფხულზე იგეგმება 4 თვიანი პროექტირების პერიოდი, რომელსაც შპს „ტრანსპროექტი“ უზრუნველყოფს.

Subscribe to our news

Get the main news of the day