Home
Category
TV Live Menu

"თუშეთის ნაკრძალში უცხოელი ტურისტების რიცხვი ადგილობრივი ვიზიტორების რიცხვს აჭარბებს"

58b0158a88227
სალომე მეცხვარიშვილი
25.02.17 12:00
1313
"თუშეთის ნაკრძალში უცხოელი ტურისტების რიცხვი ადგილობრივი ვიზიტორების რიცხვს აჭარბებს",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ნაკრძალის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტმა სოფო რაინაულმა განუცხადა.

მისი თქმით, გასულ ტურისტულ სეზონზე ნაკრძალს 13 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობა უცხოელი იყო. სპეციალიტი ამბობს, რომ წლიდან წლამდე ქართველი ვიზიტორების რიცხვი იზრდება, რაც სარეკლამო კამპანიის დამსახურებაა. რაც შეეხება უცხოელებს, როგორც სოფო რაინაული ამბობს, ვიზიტორები ჭარბობენ ისრაელიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და ჩეხეთიდან.

როგორც თუშეთის ნაკრძალში აცხადებენ, ტურისტების ძირითადი პრეტენზიები ნაკრძალამდე მისასვლელ გზას და შიდა ინფრასტრუქტურას ეხება.

"ძირითადი, რაზეც აქცენტი კეთდება არის ის, რომ უფრო მეტად სჭირდება მოწესრიგება ბილიკებს ნაკრძალში და გზას, რომელიც მოდის ნაკრძალამდე, რადგანაც საკმაოდ რთულ და ექსტრემალურ გზად მიიჩნევა", - აცხადებენ ნაკრძალში.

თუშეთის ნაკრძალში სეზონი ძირითადად მაისში იხსნება და ოქტობრის ბოლომდე გრძელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day