Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თვითმმართველობების მიერ სამშენებლო მოსაკრებლები იზრდება

BM.GE
15.09.22 11:46
211

მუნიციპალიტეტებში სანებართვო მოსაკრებელი შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები გულისხმობს, რომელზეც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. 

დღეის მდგომარეობით, მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს. წარმოდგენილი კანონპროექტით კი ტარიფი 4-დან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონისთვის 5-დან 11 ლარამდე იზრდება. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარის ოდენობით. 

ამასთანავე, იმის გათვალისწინებით რომ მოსაკრებლის გადამხდელისათვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე.

რას ემსახურება ტარიფის ზრდა? რას გამოიწვევს სამშენებლო ბაზარზე ცვლილებები?


სტუმარი: კობა ყალიჩავა - იურისტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day