Home
Category
TV Live Menu

ტყიბულში მეშახტის გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის

59f42160de5cc
BM.GE
28.10.17 10:16
921
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე ვითარების შესასწავლად გაემგზავრნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მიწისქვეშა სამუშოების დროს, სამთო მასის ჩამოშლის გამო მოხდა.

”ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს, რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოებს უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day