Home
Category
TV Live Menu

ტყუპი ძმები, რომლებიც ბიტკოინის მეშვეობით მილიარდერები გახდნენ

5a2645bb64dda
BM.GE
05.12.17 11:06
938
ცნობილმა გამოცემამ The Telegraph ბიტკოინის მეშვეობით გამდიდრებული ძმები უინკლევოსების შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნა. ტყუპი ძმები ბიტკოინით გამდიდრებული პირველი მილიარდერები არიან. მათ თავიანთი ქონება სწორედ კრიპტოვალუტით დააგროვეს. The Telegraph წერს, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე უინკლვოსები მოწინავე მოთამაშეებად განიხილებიან, რადგან მათ ჯერ კიდევ 2013 წელს ბიტკოინში 11 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს 1 ბიტკოინი მხოლოდ 120 აშშ დოლარამდე ღირდა. მაშინ ძმებმა აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებითამ გრძელვადიანი მიზნები ჰქონდათ. ამ ეტაპისთვის ბიტკოინის ფასი 100-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც ტყუპებმა მილიარდი აშშ დოლარი დააგროვეს.

შეგახსენებთ, რომ კემერონ და ტეილორ უინკლევოსები წლების განმავლობაში მარკ ცუკერბერგთან სასამართლოს გზით დაობდნენ. ძმების განცხადებით, ცუკერბერგმა მათ Facebook-ის იდეა მოპარა. როგორც გამოცემა წერს, ტყუპმა ძმებმა კრიპტოკულტურის მიმართ დიდი ინტერესი არაერთხელ გამოხატეს. ჯერ კიდევ გასულ წელს ძმებმა The Telegraph-თან ინტერვიუში კრიპტოვალუტას ’’ოქროს გაუმჯობესებული ვერსია“ უწოდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day