Home
Category
TV Live Menu

"უახლოეს პერიოდში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა გვექნება"

598c14586f1c1
BM.GE
10.08.17 12:05
690
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ, - ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ გარკვეულ შეფერხებებს მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიღებულია ზომები რიგში მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის, თუმცა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში საჭიროა ყურადღება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც საჭიროა ყველა სერვისის უზრუნველყოფისთვის.

„ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ", - მიმართა პრემიერმა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day