Home
Category
TV Live Menu

უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის თაღლითურად დაუფლების და რეალიზაციის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

594b799d47b31
BM.GE
22.06.17 11:19
662
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებოთ დადგენილია, რომ ბრალდებული, ცდილობდა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 2215 კვ.მ ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდგომ, სხვა პირებზე რეალიზაციას. ამ მიზნით, მან ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბრალდებული დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის მე-19 მუხ. 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

Subscribe to our news

Get the main news of the day