Home
Category
TV Live Menu

"უცხოელები საქართველოში მიწის მხოლოდ 0,9%-ს ფლობენ"

5a8d5b586ab02
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.18 16:01
808
"მომავლის ფერმერის" ხელძღვანელის რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, უცხოელები საქართველოში დაახლოებით მიწის 0,9%-ს ფლობენ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებში მერყეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა არ უნდა მოხდეს, მაგრამ ხელისუფლებამ მათ ინვესტციების განხორციელებისთვის ალტერნატიული გზები უნდა შესთავაზოს.

"თუ მიწას არ ვასხვისებთ, მაშინ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. ანუ მიწა როგორც კაპიტალი, მიწა როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება რითი უნდა დავტვირთოთ. მე მივიჩნევ, რომ უცხოელი ინვესტორების მოზიდვისთვის სახელმწიფოს უნდა ჰქოდეს ხედვა. მუდმივად შეშინება, რომ მე რაღაცას გიბლოკავ ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ისედაც არ არის ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის მიმზიდველი. ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს თავის ტექნოლოგიებით იმიტომ, რომ ვართ მცირემიწიანები, ვერ მსხვილდებით",- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day