Home
Category
TV Live Menu

"უცხოელებზე მიწის მიყიდვის სრული აკრძალვა ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის"

5a1e5b176518b
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.17 12:10
1023
თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის სრული აკრძალვა ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის.

მისი თქმით, ის კანონპროექტის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, თუ საქართველოს ინვეტსიციები სჭირდება, ამ მიმართულებით ლიბერალიზაციაა საჭირო.

"არსებობს სტრატეგიული მიწები, რომლებიც არ უნდა გაიყიდოს. მაგრამ თუ გვინდა, რომ მოხდეს ინვესტირება ქვეყანაში, ამ კუთხით ლიბერალიზაცია გვჭირდება აუცილებლად. ასე აკრძალვა, რომ უცხოელია და ვერ მივყიდით, მგონი, არ შეიძლება. შეიძლება რამე პირობები იყოს, მე უბრალოდ დეტალები არ ვიცი",- აცხადებს ხაზარაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day