Home
Category
TV Live Menu

"უცხოელი ინვესტორების 10 კითხვიდან, პირველი ან მეორე ყოველთვის სასამართლოს მუშაობას ეხება"

5785047174830
BM.GE
12.07.16 18:51
981
სასამართლო ხელისუფლებას, მთავრობასა და ბიზნესს შორის მომდევნო შეხვედრა სექტემბერში შედგება, - როგორც სოსო ფხაკაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა, წინა შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო სისტემების მაგალითები იქნა განხილული. ფხაკაძის თქმით, ბიზნეს დავების გაჭიანურების მთავარ პრობლემად მოსამართლეთა რაოდენობა და ინფრასტრუქტურის არარსებობა დასახელდა.

"კონტრაქტების აღსრულების ეფექტური სისტემა არის ერთ-ერთი მთავარი წინა პირობა თუ რატომ უნდა ჩაიდოს ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტიციები. უცხოელების 10 შეკითხვიდან, პირველი ან მეორე შეკითხვა ყოველთვის არის ის, თუ როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა. ეს არა მარტო უცხოელებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ქართველი ინვესტორებისთვისაც ღირებულია. ჩემს კოლეგებთან ერთად ღიად ვისაუბრე, რომ ძალიან ბევრი საქმე იწელება და მოსამართლეებმა ეს აბსოლუტურად აღიარეს.
მოსამართლეთა დამატება მარტო მათი საზრუნავია და სხვათა შორის სასამართლო ხელისუფლებამ ძალიან კონსტრუქციულად ისაუბრა, სხვადასხვა ქვეყნის პარამეტრები მოიყვანეს.

არ შეიძლება 10 ადამიანმა 30 ადამიანის საქმე გააკეთოს. მეორე პრობლემა ინფრასტრუქტურა იყო და თქვეს, რომ კვირის განმავლობაში ერთ მოსამართლეს თუ სწორად მახსოვს საათნახევარი აქვს იმის საშუალება, რომ დაიქირაოს რომელიღაც ოთახი, დარბაზი და სასამართლო სხდომა ჩაატაროს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day