"მოლაპარაკებები გვაქვს ფილიპინებიდან მზარეულების ჩამოყვანაზე" - ჰორეკა სექტორში კადრების დეფიციტის გადაჭრის გზების ძიება დაიწყეს. ადგილობრივი კადრების დეფიციტის აღმოფხვრას ბიზნესი კადრების ან უცხოეთიდან ჩამოყვანით ან ადგილზე მათი მოძიებით ცდილობს. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით არაერთ რესტორანსა თუ სასტუმროში სხვადასხვა ქვეყნის ექსპატები უკვე დასაქმებულებიც არიან. არის თუ არა უცხოელი კადრების დასაქმება ჰორეკა სექტორში არსებული კადრების დეფიციტის აღმოფხვრის გზა და როგორი გეგმები აქვთ ამ კუთხით კერძო სექტორის წარმომადგენლებს?