საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, იმ პირებს ვისაც ქვეყანაში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ საზღვარზე პრობლემები ექმნებათ. ფადი ასლის მაგალითად გუშინდელი შემთხვევა მოჰყავს და წერს, რომ რამოდენიმე უცხოელი ინვესტორი საზღვარზე რამდენიმე საათით გააჩერეს.
„იმ პირებს, ვისაც ქვეყანაში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ მესაზღვრეები სთხოვენ სასტუმროს ჯავშანს, მოწვევას და დაზღვევას. ვინც მათ ვერ წარადგენს ქვეყანაში არ უშვებენ. მესმის, რომ სასტუმროს ჯავშანს ითხოვენ, მაგრამ ვერ ვხვდები რა საჭიროა მოწვევა თუკი პირს უვიზო რეჟიმი აქვს?
მაგრამ, განსაკუთრებით მიუღებელი მოთხოვნა დაზღვევაა. მთელ მსოფლიოში მიმოგზაურია, მაგრამ არასდროს არსად მოუთხოვიათ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი!
ეს ყველაფერის ნეგატიურად მოქმედებს როგორც ტურიზმზე, ასევე ინვესტორებზეც.
გუშინ ღამით, რამდენიმე ძალიან მსხვილი ინვესტორი, რომლებსაც შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, საათობით გააჩერეს საზღვარზე და დაამცირეს, სანამ ქვეყანაში შემოუშვებდნენ. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მე ავტეხე აურზაური.
კვლავ ეძებთ უცხოელ ინვესტორებს? დამიჯერეთ, დაივიწყეთ ამაზე ფიქრი“, - წერს ფადი ასლი საკუთარ სოციალურ ქსელში.