Home
Category
TV Live Menu

"უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის საქართველო-ყაზახეთის ფორუმი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო"

5756d06701763
BM.GE
07.06.16 17:44
1191
Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით თბილისში გამართულ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს მასში მონაწილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, ეს იყო საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული და საინტერესო ფორუმი, რომელსაც თან ახლდა კონკრეტული შედეგები. კომპანია „ემ კვადრატის“ წარმომადგენელი ირაკლი ბურდილაძე ამბობს, რომ ბევრმა ინვესტორმა საქართველოში თანხის დაბანდების სურვილი გამოთქვა.
 
"აქ საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენები იყვნენ წარმოდგენილი ყაზახეთიდან, რომელთაც აქვთ ინტერესი საქართველოში დააბანდონ თანხები. საუბარია ისეთ ჯგუფებზე, რომელთაც მრავალმილიარდიანი დამფუძნებლები ჰყავთ. ეს კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, ვისაც უნდა უცხოური კაპიტალის მოზიდვა. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მათთან, ვისაც აქვს ინტერესი უძრავი ქონების მიმართულებით. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის", - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფორუმს მოდერაციას უწევდა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე.

ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი იყო Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც „ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის” რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day