"უძრავ ქონებაზე ფასები ლარის გაუფასურების პარალელურად მცირდება, რაც ფასების არასტაბილურობას იწვევს", - ამის შესახებ გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა არჩლ მესტვირიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის ყველაზე დიდი ხარჯი არის ლარით და დოლარის წილი მასში არის მცირე.
"ამ ბიზნესში ფასების პროგნოზირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია და ლარით ეს გაცილებით შესაძლებელია. თუ შევხედავთ უძრავი ქონების ფასებს ბოლო 10 წელში მას ლარით უფრო ნაკლები მერყეობა გააჩნია ვიდრე დოლარით.
დეველოპერები ამაზე ღიად საუბრობენ, რომ თუ მოხდება უძრავი ქონების ფასების დენომინაცია ლარით ბიზნესისთვის ეს კარგი იქნება. ეს უნდა მოხდეს კოორდინირებულად. ამისთვის საჭიროა რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა ლარით დააკრედიტოს და იპოთეკური სესხებიც ლარით გაიცემოდეს", - განაცხადა მესტვირიშვილმა.