უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა - მიაღწია თუ არა ფასებმა პიკს?
BM.GE
30.03.23 17:07
• 110
იანვარ - თებერვალში უძრავი ქონების ფასები წლიურად 30%-ით გაიზარდა, თუმცა როგორც უძრავი ქონების ასოციაციაში აღნიშნავენ, მარტში ფასების ზრდის ტენდენცია არ გაგრძელებულა. ასოციაციის ინფორმაციით, გასაყიდ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა. კომპანია myclient.ge-ს მენეჯერის თქმით, გასულ ორ თვეში გაზრდილი ფასების გამო ქართველებს უძრავი ქონების შეძენა უჭირთ. მოთხოვნა შემცირებულია რუსეთის მოქალაქეების მხრიდანაც. შესაბამისად, უძრავი ქონების გაძვირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.