Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი - „ცენტრალ პარკ თაუერსი“ - პირველი ანგარიში საზოგადოებას

BM.GE
25.04.23 19:02
156
$300-მლნ-იან პროექტს თბილისის ცენტრში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, რომელიც 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს გააერთიანებს - ეს არის კომპანია „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკის“ ერთობლივი საინვესტიციო პროექტი, რომელიც 1 400-ნომრიან ჰოტელ ჰაბს მოიაზრებს. ჰოტელ ჰაბში 25 5*-იანი სასტუმრო იქნება განთავსებული, მათ შორის 150-ნომრიანი „რედისონ ბლუ“ რომელთანაც ხელშეკრულება გასულ კვირას გაფორმდა.

კომპლექსში იქნება პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, პრემიუმ კლასის რესტორნები, ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი, სამორინე და ასევე იგეგმება ყველაზე ძვირადღირებულ პენტჰაუზების მოწყობა, რომლის ფასი კვ.მ-ზე 20 000$ აშშ-ს აღწევს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ის ოფიციალურად 2025 წელს მაისში გაიხსნება.


სტუმრები:
ირაკლი კვერღელიძე - “ორბი ჯგუფის” გენერალურ დირექტორი;
თორნიკე ჯანაშვილი - “ბლოქ ჯგუფის” გენერალურ დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day