Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი: როგორ ვითარდება სავაჭრო ცენტრები საქართველოში?

BM.GE
04.07.23 17:56
63
საქართველოში კომერციული უძრავი ქონების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ” სულ ცოტა ხნის წინ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ საკუთარი შემოსავალი 19 მილიონი ლარით, 80.2 მილიონ ლარამდე გაზარდა. ზრდა ყველაზე მეტად საიჯარო შემოსავლებიდან მიღებულ თანხებს უკავშირდებოდა, სადაც კომპანიის ამონაგებმა 20 მილიონი ლარით იმატა. 14 მილიონი ლარით გაიზარდა “აი ჯი დეველოფმენტის” წმინდა მოგებაც და მან 56.6 მილიონ ლარს მიაღწია. ჰოლდინგის დასრულებულ პროექტთა შორის ჯერჯერობით უმსხვილესია “სითი მოლი საბურთალოსა” და “სითი თაუერის” პროექტი. ჰოლდინგი ასევე “გლდანის სითი მოლსაც” ფლობს.
● საიჯარო შემოსავალი საინვესტიციო ქონებიდან - 63.1 მილიონი ლარი;
●ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან კი 16 მილიონი ლარია. 

შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა სხვა სავაჭრო ცენტრების შემთხვევაშიც. მოლოდინები კი მიმდინარე წლისთვის კიდევ უფრო მაღალია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 46.8 ქულა შეადგინა, რაც კომპანიების მიერ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასებით და ოპტიმისტური მოლოდინებით არის განპირობებული. ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად ვაჭრობის სექტორმა შეაფასა. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს პირველ კვარტალში გაზრდილი გაყიდვები, რაც სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 39%-მა დააფიქსირა. 

რა ტენდენციებია სექტორში და როგორია სავაჭრო ცენტრების გეგმები სხვა ქალაქებში გასვლასთან თუ ახალი ბრენდების შემოყვანასთან მიმართებით?

სტუმრები: ნიკა ცინცაძე - "გალერია თბილისის" დირექტორი;
თეიკო ლომინაძე - “კვადრუმ ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელი.



Subscribe to our news

Get the main news of the day