Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უძვირესი ღვინის მწარმოებლის ინტერესი საქართველოში

BM.GE
21.02.21 11:24
574
კომპანია “ასკანელების” დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა არაბეთის გაერთიანებულ საემირობეში, სადაც ლიბერ პატერის ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაციაც შედგა. გოჩა თავის პარტნიორებთან ერთად პირადად გაეცნო ლიბერ პატერის მეპატრონეს, ლეგენდარულ ლუიკ პასკეს. გოჩა ჩხაიძე და ლუიკ პასკე აცხადებენ ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოში ვენახის გაშენებას და სრულიად უნიკალური ღვინის წარმოებას ითვალისიწინებს. და ამის დასტურად, სულ რაღაც 2 თვეში ლეგენდარული ფრანგი მეღვინე აწ უკვე თავის მეგობარს და პარტნიორს, გოჩა ჩხაიძეს სამშობლოს ეწვევა, უკვე საქმეზე, და ქართული ღვინისთვის ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

ლუი პასკე - Liber Pater, დამფუძნებელი
გოჩა ჩხაიძე - "ასკანელი ძმები", დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day