Home
Category
TV Live Menu

უკრაინა რუსეთისგან $5 მილიარდს ითხოვს

59c25820da7eb
BM.GE
20.09.17 15:58
887
უკრაინის "ნაფტოგაზმა" ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა, - აღნიშნულის შესახებ უკრაინული კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის ’’ნაფტოგაზმა’’ და’’ნაფტოგაზის“ ჯგუფში შემავალმა ექვსმა კომპანიამ ჰააგის მუდმივ პალატასთან არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სარჩელი ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმში არსებული ჯგუფის აქტივების უკანონოდ მითვისებას უკავშირდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ’’ნაფტოგაზი“ ’’გაზპრომის“ მიმართ სარჩელების გაზრდას გეგმავდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day