Home
Category
TV Live Menu

უკრაინა რუსულ საიტებს - Яндекс, Одноклассники და ВКонтакте - დაბლოკავს

591acbea00724
BM.GE
16.05.17 14:12
1431
უკრაინა რუსულ საიტებს - Яндекс, Одноклассники და ВКонтакте დაბლოკავს. რუსული კომპანიების წინააღმდეგ საქნციების დაკისრების გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო. შედეგად ინტერნეტ პროვაიდერებს დაევალათ, დაბლოკონ ამ ინტერნეტ რესურსებზე წვდომა.

BBC-ის ინფორმაციით, სანქციები და აქტივებზე წვდომა დაებლოკებათ ასევე ტელეკომპანიებს: РБК, "ТВ Центр", ВГТРК, "НТВ Плюс", ТНТ и "Звезда".

ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა სანქცირებული ფიზიკური პირების სიაც. ამჟამად სანქცირებულია სულ 1228 ადამიანი და 468 კომპანია.

ანალიტიკური პორტალის Gemius-ის ინფორმაციით, უკრაინაში საიტით ВКонтакте 5,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს, Одноклассники -ით კი -3 მილიონი ადამიანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day