Home
Category
TV Live Menu

უკრაინა, საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთების გადაზიდვას გეგმავს

56973d732c8b2
BM.GE
14.01.16 10:16
1280
უკრაინა, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშუტის გამოყენებით, საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთების გადაზიდვას გეგმავს. აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო "ტრენდს“ "უკრაინის რკინიგზის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზავგორიდნიმ განუცხადა, რომ ტვირთბრუნვა წელიწადში 10 მლნ ტონა იქნება.
 
მისი თქმით, 15 იანვარს, ილიჩევსკის პორტიდან ამ მარშუტით პირველი სატესტო მატარებელი გამოვა.

"მატარებლის მიზანია - გაიაროს მარშუტი სადგური დოსტიკამდე, ყაზახეთი-ჩინეთის საზღვართან, რათა ამ გზის ტესტირება მოხდეს. შარშან ოქტომბერში ბალანსზე 2 დიდი ბორანი მივიღეთ და თითოეულს 108 სარკინიგზო ვაგონის გადაზიდვა შეუძლია, ილიჩევსკიდან ბათუმის პორტამდე", - განაცხადა ალექსანდრე ზავგორიდნიმ.

Subscribe to our news

Get the main news of the day