უკრაინამ და კანადამ შესაძლოა ზაფხულში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე შეთახმება გააფორმონ, - ამის შესაბ ინფორმაციას Ukraine Today უკრაინაში კანადის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, ქვეყნები იმედოვნებენ, რომ შეთანხმების პროცესი და მოლაპარაკებები ზაფხულში დასრულდება.
"ჩვენ ვთვლით, რომ ყველაფრის გადაწყვეტა მიმდინარე წლის ზაფხულში შეგვიძია", - განაცხადა ვაშუკმა.
ამავე დროს უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელი ნატალია მიკოლსკაია ამბობს, რომ შეთანხმება პირველი კორექტურის ეტაპს გადის.