Home
Category
TV Live Menu

"უკრაინასა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა უნდა გაორმაგდეს"

5a4fbf91eba83
BM.GE
06.01.18 14:00
940
2018 წელს უკრაინასა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა უნდა გაორმაგდეს, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი აცხადებს.

მისი თქმით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, მკვეთრად მომატებულია ტვირთბრუნვა უკრაინასა და საქართველოს შორის. ელჩი ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან ბრუნვა უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მხრიდან.

„რაც შეეხება პირადად ჩემსა და საელჩოს სპეციალისტების პროგნოზებს 2017 წლის ბოლო შედეგებით, ტვირთბრუნვა 500 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს ნამდვილად ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა, ცხადია, არადამაკმაყოფილებელი. წელს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი, ბ-ნი პიოტრ პოროშენკო სტუმრობდა საქართველოს, ისევე როგორც მოგვიანებით პრემიერმინისტრი იყო ჩამოსული თბილისში დაისახა საკმაოდ მარტივი გეგმა და მიზანი, რომ ტვირთბრუნვის აღნიშნული მაჩვენებელი მინიმუმ გაორმაგდეს 2018 წელს. მთავარია ის, რომ ამისათვის პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა ორივე მხრიდან არსებობს. ჩემთვის და ზოგადად უკრაინის წამრომადგენლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას. სტრატეგიული პარტნიორობა ჩემთვის პირადად აქამდეც არსებობდა, ახლაც არსებობს და მომავალშიც უფრო გაღრმავდება უკრაინასა და საქართველოს შორის“,- აცხადებს ელჩი.

Subscribe to our news

Get the main news of the day