"იქ წავალთ, სადაც კარი ღია დაგვხვდება. სხვა არჩევანი არ გვაქვს", - უთხრა Current time-ს ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ოჯახს უსაფრთხო ადგილას გზავნიდა. თავად კი აღმოსავლეთ უკრაინაში დარჩა. იძულებით გადაადგილებული პირები მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებითა და ფეხით ცდილობენ უსაფრთხო ქვეყანაში მოხვედრას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეიჭრა.