უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ვალერია გონტარევამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - აღნიშნული შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე დღეს ვნერვიულობ, რადგან ქვეყნის ეროვნული ბანკის სამწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, გადადგომა გადავწყვიტე. უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალური განცხადება წარვუდგინე, რომ მიმდინარე წლის 10 მაისიდან საკუთარი გადაწყვეტილებით ეროვნულ ბანკს აღარ ვუხელმძღვანელებ",- აცხადებს ვალერია გონტარევა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით დადებითად არ შეხვდა.