Home
Category
TV Live Menu

უკრაინის პრემიერი: ჩერნოვეცკიზე უკრაინელ სამართალდამცავებს მიმართეთ

5a548cc86393d
BM.GE
09.01.18 14:00
812
ლეონიდ ჩერნოვეცკიზე უკრაინელ სამართალდამცავებს მიმართეთ ,- ასე პასუხობს უკრაინის პრემიერმინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი Forbes Georgia-ს შეკითხვას, არსებობს თუ არა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი პრეტენზიები კიევის ყოფილი მერის და ამჟამად საქართველოში მცხოვრები ლეონიდ ჩენოვეცკის მიმართ.

"მე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ, ვხელმძღვანელობ მინისტრებს და მათი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიები არ არის. მაგრამ თუ ვისაუბრებთ სამართალდამცველ სტრუქტურებზე, მაშინ, რამდენადაც ვიცი, დროდადრო ჩნდება ხოლმე კითხვები. ეს ჩემს კომპეტენციაში არ არის და არ შემიძლია ამაზე საუბარი. რაღაც საკითხები მსმენია, მაგრამ არსებული სიტუაციის შეფასებისთვის უმჯობესია, სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართოთ”,-აცხადებს უკრაინის პრემიერმინისტრი.

Subscribe to our news

Get the main news of the day