Home
Category
TV Live Menu

უკრაინული კომპანია საკუთარ ღვინოს ქართულ პროდუქციად ასაღებდა

5a2a556e0259e
სალომე მეცხვარიშვილი
08.12.17 13:00
1122
უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების უკრაინული დისტრიბუტორი კომპანია საკუთარი ნაწარმის ქართულ ღვინოდ გასაღებისთვის დააჯარიმა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

კერძოდ, კომპანია Камянка Глобал Вайн აწარმოებდა ღვინოს უკრაინული პროდუქციით და ეტიკეტზე წარწერებით ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ღვინო ქართულია.
მწარმოებელი 7 010 000 გრივნით, დაახლოებით 260 ათასი დოლარით დაჯარიმდა.

Kamyanka Global Wine 2009 წელს დაარსდა. ის პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთში, პოლონეთში და ა.შ.

Subscribe to our news

Get the main news of the day