Home
Category
TV Live Menu

"უკვე განისაზღვრა ის CPV კოდები, რომლებზეც, შესაძლოა, ტენდერებში შეღავათები გავრცელდეს"

58a2ebcd1896a
სალომე მეცხვარიშვილი
14.02.17 15:35
1289
"უკვე განისაზღვრა ის CPV კოდები, რომლებზეც, შესაძლოა, ტენდერებში შეღავათები გავრცელდეს", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტენდერებში შეღავათებს გამარჯვებული კომპანიები ქართული პროდუქციის გამოყენებისთვის მიიღებენ.

საშეღავათო პროდუქციას სპეციალურად შექმნილი ჯგუფი განსაზღვრავს, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან შესული.

"აღნიშნულ საკითხში ჩართულია არაერთი სახელმწიფო უწყება , მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ხდება ინფორმაციის გაცვლა. დამუშავდა არაერთი მონაცემი, გაანალიზდა და უკვე განისაზღვრა ის CPV კოდები, რომლებზეც შესაძლოა, მთავრობამ გაავრცელოს შეღავათები. უახლოეს ხანში მთავრობა გამართავს პრეზენტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით",- აცხადებს ზაზა ნანობაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day