Home
Category
TV Live Menu

უმაღლეს სასწავლებელში საფოსტო საქმიანობის შესწავლა იქნება შესაძლებელი

5a843b5f5dcce
BM.GE
14.02.18 17:33
660
პირველად საქართველოში, უმაღლეს სასწავლებელში საფოსტო საქმიანობის შესწავლა იქნება შესაძლებელი - მემორანდუმი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“ შორის გაფორმდება, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის საფოსტო საქმიანობის შესწავლას ითვალისწინებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

„დაიგეგმება და განხორციელდება შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და სხვა სასწავლო პროცესები, ასევე „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას.

საფოსტო საქმიანობის სწავლების განახლება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე საქართველოში, შესაბამისად ქვეყანაში გვეყოლება სპეციალიზებული კადრები, რომლებიც დღეისთვის საკმაოდ დეფიციტურია. საფოსტო საქმიანობა ამჟამად საქართველოს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება, თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე საფოსტო ბიზნესი ერთ-ერთი მოწინავე დარგია“, - განმარტავენ სამინისტროში.

Subscribe to our news

Get the main news of the day