Home
Category
TV Live Menu

"უმასპინძლე საქართველოში" ფარგლებში 17 სასტუმრო აშენდება

58957338421bc
ელენე გოგბერაშვილი
04.02.17 10:20
1323
"უმასპინძლე საქართველოში" ფარგლებში რეგიონებში 17 სასტუმრო აშენდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნული სასტუმროებიდან რამდენიმე ბრენდული სასტუმროა. "ახლახანს დავაანსონსეთ გუდარში "კარლსონ რეზიდორის" შემოსვლა. კონკრეტულად განიხილება "რადისონ ბლუს" მშენებლობა. ასევე გუდაურით დაინტერესებულია სხვა ცნობილი ბრენდებიც და ამას მალე დავაანონსებთ. ბორჯომში უკვე გვაქვს რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ბორჯომიც მომხიბვლელი ადგილია დამატებით სასტუმროების განსავითარებლად’’-აცხადებს ქეთევან ბოჭორიშვილი.

"უმასპინძლე საქართველოში" სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი კომპონენტია. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კომპანიებს სესხი პროცენტის თანადაფინანსებაში ეხმარება, რაც დოლარის შემთხვევაში 8%, ლარის შემთხვევაში კი 10%-ია.

სააგენტოს დამტკიცებულ 13 სასტუმროს პროექტში კერძო სექტორმა უკვე განახორციელა 26 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო სააგენტოს მხრიდან სესხის ნაწილში მოხდა 16 მილიონი ლარით თანადაფინანსება.

Subscribe to our news

Get the main news of the day