Home
Category
TV Live Menu

"უმასპინძლე საქართველოში" პროექტის ფარგლებში 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა

58143cb61494e
ელენე გოგბერაშვილი
29.10.16 10:06
1365
ამ დროისთვის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის სასტუმროების წახალისების კომპონენტ "უმასპინძლე საქართველოში’’ ფარგლებში 13 სასტუმროს პროექტი ხორციელდება. როგორც ,,ბიზნესკონტრაქტთან’’ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია აცხადებს, დამტკიცებულ 13 სასტუმროს პროექტში კერძო სექტორმა უკვე განახორციელა 26 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო სააგენტოს მხრიდან მოხდა 16 მილიონი ლარის თანადაფინანსება სესხის ნაწილში.

"სასტუმროები აშენდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ,,უმასპინძლე საქართველოში’’ საკმაოდ აქტიურია და იმედს ვიტოვებთ, რომ ბიზნესი მომავალ წელს უფრო აქტიური იქნება. ცამეტივე სასტუმროს პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ წლის ბოლოდან უკვე იქნება ხელშესახები პროექტები’’-აცხადებს ანა კვარაცხელია.

პროექტის მიხედვით ყველა სასტუმრო იქნება 10 ნომრიანი ან მეტი. სააგენტო კომპანიებს სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში ეხმარება, რაც დოლარის შემთხევაში 8%, ლარის შემთხვევაში კი 10%-ია.

Subscribe to our news

Get the main news of the day