Home
Category
TV Live Menu

უმცროსი ჯორჯ ბუშის ნახატების წიგნი ბესტსელერი გახდა

58ca9c979bf48
BM.GE
16.03.17 11:00
1205
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ნახატების წიგნი გამოიცა, რომელიც ბესტსელერად იქცა. ბუშმა ალბომს "სიმამაცის პორტრეტები" უწოდა. წიგნში ამერიკული არმიის 66 ვეტერანის პორტრეტია, რომლებსაც პრეზიდენტი პირადად იცნობდა. წიგნის გაყიდვა გასული თვის ბოლოს, კერძოდ 27 თებერვალს დაიწყო და გაყიდვებით დღემდე ლიდერობს.

"მე პირადად ვიცნობ თითოეულ მათგანს, ვინც დავხატე. როდესაც ამ ადამინების პორტრეტს ვქმნიდი, მათ წარმომავლობაზე, სამსახურზე და მათ ჭრილობებზე ვფიქრობდი", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

უმცროსი ჯორჯ ბუში ამერიკას 2001-2009 წლებში მართავდა და იგი ქვეყნის 43-ე პრეზიდენტი იყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day