ბუნებრივი გაზი თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის დაახლოებით 8 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. შედეგად 1 ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი იმოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46 თეთრის ნაცვლად 54 თეთრი ეღირება. ტარიფის ცვლილება გამოიწვია ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტის- გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის ცვლილებამ, რომელიც 26.8 თეთრიდან 33.4 თეთრამდე გაიზარდა. ტარიფის ცვლილების ძირითადი მიზეზი ლარის კურსი გახდა. 2019 წელს დადგენილი ტარიფში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.97-იან ნიშნულზე იყო, დღეს მიღებულის გადაწყვეტილებით კი ტარიფში ლარის კურსი 3.37-იან ნიშნილზე გაითვალისწინეს. ახალი ტარიფები 1 ივნისისან 2023 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს. კომპანია თბილისი ენერჯი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა მათ კიდევ აქვთ შეთავაზებები და მოთხოვნები.