Home
Category
TV Live Menu

უმსხვილესი ბანკები კატალონიას ტოვებენ

59d77a4214872
BM.GE
06.10.17 16:41
787
კატალონიას მსხვილი ესპანური ბანკები ტოვებენ. ერთ-ერთი ასეთი ესპანეთში სიდიდით მეხუთე ბანკი Banco Sabadell-ია, რომელიც იურიდიულ მისამართს რეგიონიდან ვალენსიის ქალაქ ალიკანტეში გადაიტანს. ბანკის შტაბ-ბინა და თანამშრომლები კი ბარსელონაში დარჩებიან. როგორც ბანკის ხელმძღვანელობა აცხადებს, მიზეზი ევროპის ცენტრალური ბანკის სამართლებრივ ზონაში დარჩენაა. ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს ქვეყნის სიდიდით მესამე ბანკის Caixabank მენეჯმენტი, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს სხდომას გამართავს და ბანკის შტაბ-ბინის კატალონიიდან ესპანეთის სხვა რეგიონში გადატანის საკითხს განიხილავს.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო, კატალონიაში სიდიდით მეორე და ესპანეთში მეხუთე ბანკის Sabadell ფასიანი ქაღალდები მიმდინარე კვირაში 10%-ით დაეცა.

ზოგიერთმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიიდან წასვლას გეგმავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კატალონია, რომელსაც საკუთარი ეკონომიკის იმედი აქვს, შესაძლოა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რადგან რეგიონში ბევრი მსხვილი ევროპული კომპანიის წარმომადგენლობა მოქმედებს, გამოყოფის პროცესი კი სავარაუდოდ მათ ’’დააფრთხოფს“.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო S&P პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე კატალონიის რეიტინგის შესაძლო შემცირების შესახებ აცხადებს.
ესპანეთის მთავრობა კატალონიის დამოუკიდებლობას გამორიცხავს. კატალონიაში რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day