Home
Category
TV Live Menu

უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია Denso, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის

58821b0a60a1f
BM.GE
20.01.17 18:13
1045
უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია Denso, რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კორპორაცია “Denso”-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასატო ნაკაგავას შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებზე და იმ კონკურენტუნარიან გარემოზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

Denso, რომლის დამფუძნებელია კომპანია Toyota, კონვეირებისა და სათადარიგო ნაწილების ქსელებისთვის ავტონაწილების გლობალურ მომწოდებელს წარმოადგენს. Denso ცნობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კომპანია. Denso-ს ყველა საწარმოს მინიჭებული აქვს QS 9000 და ISO 9000 ხარისხის სერტიფიკატი, რაც დეფექტების ნულოვან ალბათობას იძლევა. კორპორაციას აქვს შვილობილი კომპანიები 35 ქვეყანაში და ფლობს 40 მილიარდი დოლარის აქტივებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day