2018 წლიდან უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
"მონაცემთა ბაზები იყო აბოსლუტურად არეული და მოუწესრიგებელი. სტატისტიკის დეპარტამენტმა მთავრობასთან შეთანხმებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მოეწესრიგებინა ბაზები და 2018 წლიდან განახლდება მონაცემების გამოქვეყნება",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.