Home
Category
TV Live Menu

უნდა გვეშინოდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტის? - გეითსის პასუხი მასკს

59ccab64bf62b
BM.GE
28.09.17 11:56
828
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელს ილონ მასკს მიაჩნია, რომ დროა კაცობრიობამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო „ინერვიულოს“. მასკი თავისი Twitter-ის საშუალებით აკეთებს განცხადებას, სადაც წერს, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩრდილოეთ კორეაზე საშიშია და მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობას უმუშევრობამდე და ომებამდე მიიყვანს. Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის განცხადებით, კი მასკი ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ ზედმეტად შეშფოთებულია.

ბილ გეითსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის კონტროლის პრობლემა ადამიანს არ უნდა აწუხებდეს და მითუმეტეს არ აშინებდეს. მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

’’ეს ის მომენტია, როდესაც მე ილონ მასკს არ ვეთანხმები. ჩვენ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ, თუმცა სრულიად იგნორირება არ შეიძლება იმ ფაქტის, რომ ასეთი პრობლემა შესაძლებელია მომავალში სრულიად მოულოდნელად წარმოიშვას“- აცხადებს გეითსი.

ასევე კომპანია Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამაც თავის გამოსვლაში გეითს დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ბევრი მაჩვენებელია იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალშიც განაგრძობს განვითარებას და დასძინა, რომ ეს განვითარება მხოლოდ იმ დონემდე მოხდება, სადამდეც ამას ადამიანი დაუშვებს. ნადელა ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის კონტროლი მთლიანად კაცობრიობის ხელშია.

აღსანიშნავია, რომ მასკის პოზიციას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით Facebook-ის დამფუძნებელიც არ იზიარებს, რადგან მას მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ გააუმჯობესებს და კარგისკენ შეცვლის. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ილონ მასკის განცხადება უპასუხისმგებლოა, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ მას აღნიშნული პრობლემის სიღრმე არ ესმის.

Subscribe to our news

Get the main news of the day