ევროკავშირის 238-გვერდიან კითხვარში, რომელიც საქართველომ 10 მაისს შეავსო, ერთ-ერთი თავი შრომით პოლიტიკას შეეხებოდა. მათ შორის იყო კითხვები სამუშაო საათების ხანგრძლივობაზე, ანაზღაურებადი და დეკრეტული შვებულებების პოლიტიკაზე, დასაქმებაში დისკრიმინაციის პრობლემების აღმოფხვრის პოლიტიკაზე. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მინიმალური ხელფასის არსებობასაც, რომელიც საქართველოში 1999 წელს დაწესდა და 20 ლარით განისაზღვრა. უნდა დაკორექტირდეს თუ არა მინიმალური ხელფასის მოცულობა და რას შეცვლის დასაქმების ბაზარზე მისი ამუშავება?